logo_geo
eng_logo
დედაქალაქი საერთაშორისო შეჯიბრს ჩოგბურთში სახელწოდებით „თბილისი-ლეილა მესხის თასი“ მასპინძლობს
- +

26 ივლისი. 2023. 12:36

 

 

თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქი მასპინძლობს საერთაშორისო შეჯიბრს ჩოგბურთში 18 წლამდე ვაჟებსა და გოგონებს შორის სახელწოდებით „თბილისი-ლეილა მესხის თასი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

 

კახა კალაძემ შეჯიბრში მონაწილე ჩოგბურთელებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 

თბილისში არაერთი საერთაშორისო ტურნირი ტარდება სპორტის სხვადასხვა სახეობაში და თითოეული მიმართულების განვითარება და ხელშეწყობა ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას მივესალმებით და ვცდილობთ, სპორტის მიმართულებას მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს. ამჯერად, დედაქალაქი მასპინძლობს საერთაშორისო შეჯიბრს ჩოგბურთში 18 წლამდე ვაჟებსა და გოგონებს შორის სახელწოდებით „თბილისი-ლეილა მესხის თასი“.  შეჯიბრში მონაწილეობს 15-მდე ქვეყნის 150-ზე მეტი სპორტსმენი. ღონისძიების მიზანია, ხელი შევუწყოთ ჩოგბურთის პოპულარიზაციას, რაც საშუალებას მისცემს ახალგაზრდა სპორტსმენებს, აიმაღლონ ოსტატობა და ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას. აღნიშნული შეჯიბრი მნიშვნელოვანია ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის სარეიტინგო ქულების ამაღლების მხრივაც. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ჩოგბურთელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, თბილისის მერია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სპორტულ აქტივობებს მუდმივად შეუწყობს ხელს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner