logo_geo
eng_logo
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, 2.5 კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
- +

26 ივლისი. 2023. 14:37

 

 

შპს „საქართველოს მელიორაცია“, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ხობი-ენგურის  დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

 

სოფელ დიდ ნეძში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2.5 კილომეტრი   სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება. 

 

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტში,  35 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner