logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ვფიქრობ, რომ კარგი ტანდემი იქნება ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მარგველაშვილი, ერთმანეთს შეავსებენ
- +

26 ივლისი. 2023. 14:44

 

 

მე ვფიქრობ, რომ კარგი ტანდემი იქნება ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მარგველაშვილი. ერთმანეთს შეავსებენ გარკვეულწილად“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

პათოსი განწყობა და დამოკიდებულება მათ ერთნაირი აქვთ იმ პროცესების მიმართ, რომელიც მიმდინარეობს და ეს ამერიკის მიერ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულმა ანგარიშმაც გვიჩვენა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

შეუერთდება თუ არა გიორგი მარგველაშვილი ხაბეიშვილი - ვაშაძის პლატფორმას? „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ამ თემაზე ყოფილ პრეზიდენტთან საუბარი მიდის და დარწმუნებულია , რომ ხელისუფლების ცვლილების მიზნით შექმნილ გაერთიანებას, მარგველაშვილიც შეუერთდება. გიორგი მარგველაშვილი კი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner