„მე ვფიქრობ, რომ კარგი ტანდემი იქნება ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მარგველაშვილი. ერთმანეთს შეავსებენ გარკვეულწილად“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირას“ განუცხადა.
„პათოსი განწყობა და დამოკიდებულება მათ ერთნაირი აქვთ იმ პროცესების მიმართ, რომელიც მიმდინარეობს და ეს ამერიკის მიერ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულმა ანგარიშმაც გვიჩვენა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეუერთდება თუ არა გიორგი მარგველაშვილი ხაბეიშვილი - ვაშაძის პლატფორმას? „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ამ თემაზე ყოფილ პრეზიდენტთან საუბარი მიდის და დარწმუნებულია , რომ ხელისუფლების ცვლილების მიზნით შექმნილ გაერთიანებას, მარგველაშვილიც შეუერთდება. გიორგი მარგველაშვილი კი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.