საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველომ ბევრს მიაღწია, გაიზარდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, ასევე საქართველო მონაწილეობს დისკუსიებში, რომლებიც ეხება ამ რეგიონში სამომავლო სტაბილურობას.
„მე ვფიქრობ, რომ ვარშავის სამიტი იყო წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენი პროგრესი არ იყო სწრაფი, როგორც ჩვენ გვინდოდა ყოფილიყო, მაგრამ პროგრესი არ შეჩერებულა", - განაცხდა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მიიჩნევენ მართლაც მნიშვნელოვან პარტნიორად, როცა საქმე ეხება შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რადგან ჩვენი ქვეყანა შავ ზღვაზე მდებარეობს.
„საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ როგორ დაისაჯა თავისი მეზობლის მიერ, რადგან ჰქონდა ორიენტაცია ევროპისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. ეს არის ტრაგედია საქართველოსთვის და ეს არის დიდი პრობლემა NATO-სთვისაც. თუ თქვენ ხედავთ, რომ თქვენი მეგობრები ისჯებიან იმისთვის, რომ თქვენთან თანამშრომლობენ, ეს ძალიან ავნებს თქვენს იმიჯს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.