„როდემდე გაგრძელდება FARA-ს მიერ გაშიშვლებული კელი დეგნანის დუმილი? ჩვენი საზოგადოება იმსახურებს კითხვებზე პასუხს, ვინ არის ბატონი ელიოტი, რომელიც თავგამოდებით იბრძვის მიშას თავისუფლებისთვის, რატომ დატოვა ელიოტმა საქართველო? ელიოტის მიერ სამსახურის დატოვება რამდენად არის კავშირში მის არაპროფილურ საქმიანობასთან?“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამერიკული FARA-ს დახმარებით საქართველოს მტრების იდენტიფიცირება მოხდა.
„ქალბატონი ელჩი საქართველოს კოლონისტის თვალით უყურებს, რომელსაც უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში, გააკეთოს ქვეყნის და მმართველი გუნდის დამაზიანებელი განცხადებები, ახსნა-განმარტების დროს კი ხალხის პოზიცია დააიგნოროს. მისი ქცევა პარტნიორული ურთიერთობის სტანდარტებში არ ჯდება. კელი დეგნანმა საქართველო აშშ-ს ურთიერთობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა, რომლის გამოსწორებას შესაძლოა წლები დაჭირდეს.
ქალბატონმა ელჩმა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ და ამერიკულ კანონს შორის დიდი განსხვავებაა, მაგრამ განსხვავება არ/ვერ დააკონკრეტა, რაც კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვს, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედ ადამიანთა ფართო წრეს გამოავლენდა, რაც ქვეყნის მტრების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამერიკული FARA-ს დახმარებით საქართველოს მტრების იდენტიფიცირება მოხდა. დღეს საქართველოს ფაქტობრივი მტკიცებულებები აქვს იმის შესახებ, რაც თეორიულ დონეზე იყო ცნობილი“, - წერს დავით ჩიხელიძე.