logo_geo
eng_logo
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქ კოლეგასთან უკრაინის საკითხი განიხილა
- +

26 ივლისი. 2023. 19:33

 

ჩინეთის ახლადდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ თურქ კოლეგასთან ანკარაში უკრაინის საკითხი განიხილა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ვანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს შორის მოლაპარაკებები მოიცავდა უკრაინაში არსებულ უახლეს ვითარებას, ასევე გლობალური ფინანსური სისტემის საკითხებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკების დროს ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი და ჩინეთი გააძლიერებენ თანამშრომლობას, რადგან ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ და რეგიონულ საკითხებში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner