აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დამტკიცებულია. გადაწყვეტილება იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
განისაზღვრა ტექნიკური საკითხები - როგორ უნდა დაინერგოს მედიკამენტი და მისი ადმინისტრირება.
მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ საქართველოში 2023 წლის შემოდგომაზე გახდება ხელმისაწვდომი. პირველ ეტაპზე ის 5 ბავშვს გაუკეთდება, რომლებსაც ასაკიდან გამომდინარე, მოლოდინის ნაკლები დრო აქვთ. პროტოკოლი ასევე დიაგნოსტიკისა და თერაპიის საკითხებსაც მოიცავს.
საკოორდინაციო საბჭომ ეროვნული პროტოკოლი რამდენიმეთვიანი მზადების პროცესში დაამტკიცა. პროცესში მათ კომუნიკაცია ჰქონდათ საერთაშორისო ექსპერტებთან.