logo_geo
eng_logo
საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა
- +

26 ივლისი. 2023. 20:24

აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დამტკიცებულია. გადაწყვეტილება იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

განისაზღვრა ტექნიკური საკითხები - როგორ უნდა დაინერგოს მედიკამენტი და მისი ადმინისტრირება.
მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ საქართველოში 2023 წლის შემოდგომაზე გახდება ხელმისაწვდომი. პირველ ეტაპზე ის 5 ბავშვს გაუკეთდება, რომლებსაც ასაკიდან გამომდინარე, მოლოდინის ნაკლები დრო აქვთ. პროტოკოლი ასევე დიაგნოსტიკისა და თერაპიის საკითხებსაც მოიცავს.

საკოორდინაციო საბჭომ ეროვნული პროტოკოლი რამდენიმეთვიანი მზადების პროცესში დაამტკიცა. პროცესში მათ კომუნიკაცია ჰქონდათ საერთაშორისო ექსპერტებთან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner