ლევილის ისტორიულ მამულში, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართება.
მეოცე საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ლევილის მამული პირველად უმასპინძლებს ამ მასშტაბის კულტურულ ღონისძიებებს. ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და მოიცავს ფოლკლორულ, ქორეოგრაფიულ და თეატრალურ ნომრებს.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე შესვლა ლევილში თავისუფალი იქნება.