რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ცალმხრივი შეწყვეტის ფონზე ნატო-უკრაინის საბჭომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ვითარება განიხილა.
„ნატო-უკრაინის საბჭოს მნიშვნელოვანი სხდომა გაიმართა. ჩვენ ვგმობთ რუსეთის გასვლას მარცვლეულის შეთანხმებიდან, შიმშილის იარაღად ცინიკურ გამოყენებას და მის სახიფათო ქმედებებს შავ ზღვაში. ნატო ერთიანია - მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.