მოლდოვის მთავრობაში განაცხადეს, რომ მკვეთრად შეამცირებენ დიპლომატების რაოდენობას, რომელიც რუსეთს შეიძლება ჰყავდეს ქვეყნის დედაქალაქ კიშინაუში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენ შევთანხმდით რუსეთიდან აკრედიტებული დიპლომატების რაოდენობის შეზღუდვის აუცილებლობაზე, რათა ნაკლები ადამიანი იყოს ჩართული მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობაში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ მთავრობის სხდომაზე.
როგორც მოლდოვის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, ქვეყანაში რუსეთის საელჩოს პერსონალი 80-დან 25-მდე შემცირდება.
„წლების განმავლობაში, ჩვენ ვიყავით რუსეთის მტრული ქმედებებისა და პოლიტიკის სამიზნე. ამ ქმედებების დიდი ნაწილი [რუსეთის] საელჩოს მეშვეობით ხორციელდებოდა“, - აღნიშნა მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.