logo_geo
eng_logo
მოლდოვის საგარეო უწყება: რუსეთის საელჩოს პერსონალი 80-დან 25-მდე შემცირდება
- +

27 ივლისი. 2023. 01:36

მოლდოვის მთავრობაში განაცხადეს, რომ მკვეთრად შეამცირებენ დიპლომატების რაოდენობას, რომელიც რუსეთს შეიძლება ჰყავდეს ქვეყნის დედაქალაქ კიშინაუში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ჩვენ შევთანხმდით რუსეთიდან აკრედიტებული დიპლომატების რაოდენობის შეზღუდვის აუცილებლობაზე, რათა ნაკლები ადამიანი იყოს ჩართული მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობაში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ მთავრობის სხდომაზე.

როგორც მოლდოვის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, ქვეყანაში რუსეთის საელჩოს პერსონალი 80-დან 25-მდე შემცირდება.

წლების განმავლობაში, ჩვენ ვიყავით რუსეთის მტრული ქმედებებისა და პოლიტიკის სამიზნე. ამ ქმედებების დიდი ნაწილი [რუსეთის] საელჩოს მეშვეობით ხორციელდებოდა“, - აღნიშნა მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner