logo_geo
eng_logo
ზელენსკი: ნატო-უკრაინის საბჭო ეფექტური მექანიზმია კრიზისულ სიტუაციებზე კონსულტაციებისთვის
- +

27 ივლისი. 2023. 01:18

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნატო-უკრაინის საბჭო ეფექტური მექანიზმია კრიზისულ სიტუაციებზე კონსულტაციებისთვის.

ჩვენ მივესალმებით ალიანსის მიერ რუსეთის მკაფიო და ცალსახად დაგმობას მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გამო.

მხოლოდ 2 კვირის წინ ვილნიუსში დაარსებული [ნატო-უკრაინის] საბჭო უკვე აღმოჩნდა კრიზისულ სიტუაციებზე კონსულტაციების ეფექტური მექანიზმი.

უკრაინა გააგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენ ვაფასებთ მოკავშირეების მხარდაჭერას ამ კუთხით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner