უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნატო-უკრაინის საბჭო ეფექტური მექანიზმია კრიზისულ სიტუაციებზე კონსულტაციებისთვის.
„ჩვენ მივესალმებით ალიანსის მიერ რუსეთის მკაფიო და ცალსახად დაგმობას მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გამო.
მხოლოდ 2 კვირის წინ ვილნიუსში დაარსებული [ნატო-უკრაინის] საბჭო უკვე აღმოჩნდა კრიზისულ სიტუაციებზე კონსულტაციების ეფექტური მექანიზმი.
უკრაინა გააგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენ ვაფასებთ მოკავშირეების მხარდაჭერას ამ კუთხით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ.