logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: საქართველო მიდის ევროინტეგრაციისკენ. გზაში ისეთი ნაღმები იდება, რომელიც დამაზიანებელია ქვეყნისათვის და ჩვენ ამის განაღმვას ვახერხებთ დიდი ძალისხმევით და რაც მთავარია ქართველი ხალხის მხარდაჭერით
- +

26 ივლისი. 2023. 23:34

"საქართველო მიდის ევროპისკენ, ევროინტეგრაციისკენ, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ და გზაში ისეთი ნაღმები იდება, რომელიც დამაზიანებელია ქვეყნისათვის და ჩვენ ამის განაღმვას ვახერხებთ. ვახერხებთ დიდი ძალისხმევით და რაც მთავარია ქართველი ხალხის მხარდაჭერით, "- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

„ჩვენ ვიცით ჩვენი პარტნიორების პატივისცემაც, სწორი დამოკიდებულებაც როგორ უნდა და ორმხრივი მეგობრობაც. შემთხვევით არ ვამბობ ორმხრივს. პატივს ვცემთ თითოეულ მათ გადადგმულ ნაბიჯს, რაც კი ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნისთვის გაუკეთებიათ, მაგრამ მეორე მხრივ, არის კონკრეტული საკითხები, კონკრეტული ადამიანები, თუ გავლენიანი ჯგუფები, მსოფლიოში გავლენიან ჯგუფებზე მაქვს საუბარი, რომლებიც ცდილობენ საქართველოს წინააღმდეგ იმოქმედონ. ამას აქვს თავისი მიზეზები. როცა ჩვენ დღეს იმაზე ვსაუბრობთ, რომ უდიდესი საფრთხის წინაშე ვართ და ლამის მივედით იქამდე, რომ ფიზიკური გადარჩენის ამოცანა გახდა პირველი და ხშირად მითქვამს მეც და სხვასაც, ჩვენს თანაგუნდელებს, რომ დღეს გვაქვს მშვიდობა, რომელიც უფრო ძნელი გადასატანია, ვიდრე ზოგიერთი ომი, იმდენად დიდია საპირისპირო მიმართულებით დარტყმები, ზეწოლები, რთულია ამ ყველაფრის გაძლება. საბედნიეროდ, ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი, რაც ყველაზე მთავარია, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე ეს ყველაფერი არ გამოვიდოდა, ვახერხებთ, რომ გავუმკლავდეთ ამ უდიდეს, რბილად ვთქვათ გამოწვევას - პრობლემას, რომელიც საქართველოს საწინააღმდეგოდ შეიქმნა და რომელიც მთლიანად ფეიქებზეა აგებული. საქართველო მიდის ევროპისკენ, ევროინტეგრაციისკენ, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ და გზაში ისეთი ნაღმები იდება, რომელიც დამაზიანებელია ქვეყნისათვის და ჩვენ ამის განაღმვას ვახერხებთ. ვახერხებთ დიდი ძალისხმევით და რაც მთავარია ქართველი ხალხის მხარდაჭერით, თორემ ხელისუფლებამ რაც არ უნდა აკეთოს, თუ ის სიმართლე რა სიმართლეც მის მოქმედებებში დევს, ხალხმა არ დაინახა, არაფერი გამოგვივა. საქართველო არ დაისჯება და ვერ დაისჯება იმისათვის, რომ ქართველი ხალხის სურვილია, ჩვენი ხალხის და ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს ამ ქვეყანაში. წარმოუდგენელია, რომ ეს სიმართლე დაიჩაგროს და ბოროტებამ სიკეთეზე გაიმარჯვოს. ჩვენ მეგობრობაც შეგვიძლია, სწორი კურსიც გვაქვს აღებული, მაგრამ სიცრუით, ტყუილებით და ამ ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლით ვერავინ მოგვერევა, გამორიცხულია“, - განაცხადა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner