იტალიის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
იტალიელი სენატორები რეზოლუციაში აღნიშნავენ, რომ 1932-1933 წლებში სსრკ-მა, სტალინის მეთაურობით, „განზრახ გამოიწვია შიმშილი, რამაც თავის მხრივ გამოიწვია მილიონობით ადამიანის სიკვდილი, ძირითადად გლეხებისა და მცირე მიწის მესაკუთრეების“.
„ჰოლოდომორისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საბჭოთა დანაშაულების ხსოვნას დღეს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება [უკრაინაში] რუსეთის შეჭრისა და უკრაინის ეროვნული იდენტობის წაშლის განახლებული მცდელობის ფონზე“, - ნათქვამია დოკუმენტში.
გასული წლის 15 დეკემბერს, ევროპარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ევროპარლამედნტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი აღიარებს 1932-1933 წლებში საბჭოთა რეჟიმის მიერ უკრაინაში მოწყობილ შიმშილს, რომელიც ცნობილია როგორც ჰოლოდომორი, როგორც გენოციდს.