logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ამერიკაში მოქმედმა კანონმა ამხილა ქართული ომისა და ღალატის პარტია და დაგვანახა, რომ თურმე სააკაშვილი და მისი პარტიისა და ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტები ცდილობდნენ საქართველოს დასანქცირებას
- +

27 ივლისი. 2023. 00:03

"რა არის FARA? რა შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რისი გადმოღებაც საქართველოს უნდოდა და რასაც დაერქვა რუსული. ეს არის კანონი, რომელსაც საქართველოში ეწოდება „რუსული“. სინამდვილეში ეს არის ამერიკული კანონი, რომლის საფუძველზეც არსებობს ვალდებულება, ლობიზმთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდეს შესაბამის საიტზე", - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, კანონმა „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ გააშიშვლა.

„ამერიკაში მოქმედმა რუსულმა კანონმა ამხილა ქართული ომისა და ღალატის პარტია და დაგვანახა მტკიცებულებებით გამყარებულად, რომ თურმე სააკაშვილი და მისი პარტიისა და ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტები ცდილობდნენ საქართველოს დასანქცირებას, მაშინ, როდესაც ველოდებით კანდიდატის სტატუსს. საქართველოს დასანქცირების მცდელობა არის გარანტიის მიღებაა, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აი ამ გარანტიის მიღებას ცდილობდნენ სააკაშვილის დაქირავებული ლობისტები და, სამწუხაროდ, მგონია, რომ ეს მხოლოდ მათი მცდელობა არ იყო. როცა ვხედავთ, რომ მარტო ლობისტების იმედად არ არიან ამ მიმართულებით, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს იმ შეტევებს და უფრო აშიშვლებს იმ რეალობას, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია. ეს იყო მთავარი, ყველაზე დამაზიანებელი პუნქტი, რაც გამოქვეყნდა ამერიკაში მოქმედი რუსული კანონის შესაბამისად იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე და ამან საბოლოოდ გააშიშვლა „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner