logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მართლა გარდაუვალი ომისგან ვიხსენით ქვეყანა
- +

27 ივლისი. 2023. 00:14

"მართლა გარდაუვალი ომისგან ვიხსენით ქვეყანა," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ევროპული გზა და ეროვნულობა დაპირისპირებაში მოვიდეს იდეურად და იდეოლოგიურად ერთმანეთთან.

„კულისებში ათასჯერ მეტი რამ ხდება, ვიდრე საჯაროდ გამოდის ხოლმე. სამწუხაროდ, საჯაროდ ყველაფრის გამოტანა არ ხდება. სამწუხაროდ, ხანდახან ცოტა სიყვითლეც რომ დაჰკრავს ისეთი ინფორმაციები უფრო საინტერესო ხდება ხოლმე ზოგიერთი მედიისთვის, ამ დროს კულისებში ბევრი რამე ხდება, კარგიც და ცუდიც. ცუდი, რომელზეც ვერ ვლაპარაკობთ და არ ვლაპარაკობთ. ათასჯერ დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამის გახმოვანება, ვიდრე არ გახმოვანება. საზოგადოება თავისით ხვდება ყველაფერს იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რაც ხდება და ეს მშვიდობა ცოტა რთული შესანარჩუნებელია. ჩვენ ახლა სემინარზე ვართ, მეგობრები ვსაუბრობდით და ლევან მგალობლიშვილი ამბობდა სხვა არაფერი რომ გაგვეკეთებინა ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ იხსნა ეს ქვეყანა გარდაუვალი ომისგანო და მართალია, ვეთანხმები ყველა ადამიანს, ვინც ასე ფიქრობს. მართლა გარდაუვალი ომისგან ვიხსენით ქვეყანა. მაქსიმალურად ცდილობენ ცრუ ნარატივების შემოტანას. ვერ გაიმარჯვებს ის აზრი, ის ნარატივი, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე. ვიღაცას თუ მცდელობა აქვს, რომ ეროვნული ინტერესების გატარება, შენი ტრადიციების, შენი რწმენის, შენი ქვეყნის პატივისცემა და სიყვარული არ არის თავსებადი იმ გზასთან, რასაც ჭეშმარიტი ევროპული გზა ჰქვია, ძალიან ცდება. ჩვენ ამას გავიტანთ. ყველამ დაიმახსოვროს ჩემი სიტყვები, ჩვენ ამას გავიტანთ, გამორიცხულია, რომ არ გავიტანოთ და წარმოუდგენელია, რომ ევროპული გზა და ეროვნულობა დაპირისპირებაში მოვიდეს იდეურად და იდეოლოგიურად ერთმანეთთან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner