logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ევან ელიოტი ჩვენ ხომ არ გამოგვიგონია? აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტებში ახსენეს. ჩვენ კი არა, მათ დასჭირდათ ეხსენებინათ, რატომ დააბრალეს?
- +

27 ივლისი. 2023. 09:43

 

 

„ევან ელიოტი, რომელიც ნახსენებია, ჩვენ ხომ არ გამოგვიგონია? საელჩოს თანამშრომელი ნამდვილად იყო და FARA-ს შესაბამისად, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტებში ახსენეს. ჩვენ კი არ დაგვჭირდა, მათ დასჭირდათ ეხსენებინათ. რატომ დასჭირდათ, დააბრალეს? რაღა მაინც და მაინც ამ ადამიანს დააბრალეს? რატომ დააბრალეს?  წავყვეთ ამ ვერსიას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE”- ში განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ ეს  ტყუილია და ასეთი ზარები არ შემდგარა, ღიად უნდა ვთქვათ, რომ ამერიკული  ე.წ. „რუსული“ კანონის თანახმად განთავსებულ დოკუმენტში სააკაშვილის ლობისტებმა ჩაწერეს  ტყუილი.

 

მისივე თქმით, ვიღაცამ უნდა თქვას, რა მოხდა სინამდვილეში, რატომ არის ნახსენები  ამ ადამიანის [ევან ელიოტის] სახელი და გვარი ორგზის სატელეფონო კავშირში, რატომ გახდა საჭირო, რომ მიეთითებინათ.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა,  თუ დავუშვათ ვერსია, რომ  ტყუილა ჩაწერეს, მაშინ რასთან გვაქვს საქმე, ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭების  მცდელობაა და ამერიკის საელჩოს კონკრეტული თანამშრომელი სპეციალურად ახსენეს სააკაშვილის ლობისტებმა, რომ რაღაც დიდი უთანხმოება და სკანდალი ყოფილიყო?

 

„იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია, ეს დაწერეს ლობისტებმა. ახლა ჩვენ უნდა მოვისმინოთ ელემენტარული განმარტება. მე ნამდვილად მირჩევნია, რომ საელჩოს დავუჯერო და არა სააკაშვილის ლობისტებს. თუ ეს აბსოლუტურად ტყუილია და ასეთი ზარები არ შემდგარა, მაშინ უნდა ვთქვათ ღიად, რომ მოიტყუა ლობისტმა, როდესაც მის მიერ, ამერიკული კანონის, „რუსული კანონი“ რომ დაერქვა საქართველოში,  ამ ე.წ. „რუსული კანონის“ თანახმად განთავსებულ დოკუმენტში სააკაშვილის ლობისტებმა ჩაწერეს  ტყუილი. მაშინ ამას თავისი მიზეზებიც შეიძლება ჰქონდეს. რომელია ტყუილი, რომ არ დაკავშირებიან, შემდეგ დაუკავშირდნენ, მაგრამ უარი იყო ამაზე, 6-ში დაუკავშირდნენ სხვა თემასთან დაკავშირებით და 8-ში მაინც დაუკავშირდნენ, აქტორი არ  იყო საერთოდ საელჩოს თანამშრომელი თუ რა მოხდა სინამდვილეში? ჯერ ამბავი გავიგოთ ბოლომდე.

 

დოკუმენტში მითითებულია 6 და 8 მარტს კონტაქტი, ამ დოკუმენტებს თუ დავუჯერებთ, პირდაპირ ჩანს, რომ ამ ადამიანთან გადიოდა  კონტაქტზე კონკრეტული ლობისტი და ის ელაპარაკებოდა სხვადასხვა თემებზე,  მაგნიტსკის სიაზე, სააკაშვილის შეწყალებაზე, რომელთან დაკავშირებითაც უნდა დაეკავშირებინა საელჩოს თანამშრომელს სალომე ზურაბიშვილთან, სალომე ზურაბიშვილმა შემდეგ დაადასტურა, რომ ასეთი მცდელობა იყო, მაგრამ მან არ მიუთითა, არ თქვა საელჩოს თანამშრომლიდან იყო თუ პირდაპირი კონტაქტი იყო. ჯერ მოგვიყვნენ ეს ადამიანები, ჩვენ ხომ არ გვიხსენებია?

 

ევან ელიოტი, რომელიც ნახსენებია, ჩვენ ხომ არ გამოგვიგონია? საელჩოს თანამშრომელი ნამდვილად იყო და FARA-ს შესაბამისად, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერზე განთავსებულ დოკუმენტებში ახსენეს. ჩვენ კი არ დაგვჭირდა, მათ დაჭირდათ ეხსენებინათ. რატომ დაჭირდათ, დააბრალეს? რაღა მაინც და მაინც ამ ადამიანს დააბრალეს? რატომ დააბრალეს, წავყვეთ ამ ვერსიას მაშინ.

 

ან თვითონ ამ ადამიანმა, ან საელჩომ, ან სააკაშვილმა და მისმა ლობისტებმა, ან „ნაცმოძრაობამ“, რომელიც ამ პროცესებს თავის დავალებების მიმცემებთან სათავეში უდგას, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას, რა მოხდა სინამდვილეში? რატომ არის ნახსენები  ამ ადამიანის სახელი და გვარი ორგზის სატელეფონო კავშირში, რატომ გახდა საჭირო, რომ ეს მიეთითებინათ, კიდევ რას უნდა ველოდოთ, სად იყო ვიღაც ჩარეული თუ არ იყო ვიღაც ჩარეული? ხომ უნდა მოგვიყვნენ, რა მოხდა სინამდვილეში? თუ დავუშვით ვერსია, რომ  ტყუილად ჩაწერეს, მაშინ რასთან გვაქვს საქმე, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭების  მცდელობაა და ამერიკის საელჩოს კონკრეტული თანამშრომელი სპეციალურად ახსენეს სააკაშვილის ლობისტებმა, რომ რაღაც დიდი უთანხმოება და სკანდალი ყოფილიყო? იქ საკმაოდ მკაცრია ტყუილთან დაკავშირებული სანქციები, იმ ამერიკულ ე.წ. „რუსულ კანონში“, ამერიკაში რომელიც მოქმედებს და თუ ეს ტყუილი დადასტურდა, არ არის მარტივი გადასატანი იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ეს დოკუმენტი შეავსო ხო? ანუ,  რა მიზნით მოიტყუა? მაშინ ეს უნდა გაირკვეს და გაარკვიონ, გვითხრან. მაგრამ როდესაც  ჩვენ ამას ვკითხულობთ, პირველივე დასკვნა და ემოცია არის, რომ ეს ადამიანი ჩართული იყო ამაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner