ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ" „ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნის მმართველობა მშვიდობიანად გადააბარებინა.
„პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, მე მგონი, საკმაოდ კარგი მენეჯმენტი ვაჩვენე. რობერტ სტურუა გაოცებული იყო, სამჯერ მოვიდა ჩემთან და მეუბნებოდა, იცოდე, ამათ უსისხლოდ ვერ გაუშვებ... მე ცოტა გვიან გავაკეთებ დამატებით შეფასებას, როგორი მენეჯმენტი იყო. ეს აღგზნებული გუნდი, „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც 5 წუთში დაანგრევდა და გადაწვავდა ქვეყანას, არ მივეცით ამის საშუალება. მათ მშვიდობიანად კი არ გადააბარეს, გადავაბარებინეთ. აი, ეს იყო ხელოვნება!" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.