„რადგან დოკუმენტი არ არსებობს, ვერავინ დაამტკიცებს აიღო თუ არა ამაში რაიმე თანხა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა, მაგრამ აშშ-ის საელჩოსგან სიცრუედ იმის გამოცხადება, რომ თბილისში მდებარე მათი საელჩოს თანამშრომელი ეხმარებოდა სააკაშვილის ლობისტებს კონკრეტული შეხვედრების დაგეგმვაში, სწორედ ამის უარყოფა არის მტკნარი სიცრუე, რასაც FARA-ს თანდართული დოკუმენტიც ადასტურებს“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, აშშ-ის საელჩო ისევ იტყუება.
„აშშ-ის საელჩო ისევ იტყუება!
აშშ-ის ხელისუფლებამ თბილისიდან და ვაშინგტონიდან შემოუტია საქართველოს ხელისუფლებას, თითქოს ჩვენი „ზოგიერთი მედიასაშუალება და პოლიტიკოსი დეზინფორმაციას ავრცელებს“ იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში მდებარე აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი ეხმარებოდა სააკაშვილის ლობისტებს კონკრეტული შეხვედრების დაგეგმვაში, რაშიც თითქოს მათ მიიღეს თანხა ლობისტური ფირმებისგან.
რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურია, როდესაც აშშ-ის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელშიც შავით თეთრზე მითითებულია:
2023 წლის 6 მარტს, მიხეილ სააკაშვილის ლობისტების მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით დაგეგმილია იმის მიღწევა, რომ პოლონეთმა მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რათა მათ სასწრაფოდ დაუშვან პოლონელი ექიმები, რომლებიც შეაფასებენ ბ-ნი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაადგენენ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის ჩატარებას.
2023 წლის 8 მარტს ლობისტების მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით დაგეგმილია მაგნიტსკის სიის სტატუსის განხილვა და იმჟამად ნიუ-იორკში მყოფ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის მოწყობა, რათა მიღწეულ იქნას მიხეილ სააკაშვილის შეწყალება.
ორივე ამ ქმედების განმახორციელებელ პირად დასახელებულია ევან ელიოტი, საქართველოში მდებარე აშშ-ის საელჩოდან, ხოლო კომუნიკაციის საშუალებად დასახელებულია სატელეფონო ზარი.
ინფორმაციაში მითითებული არ არის, ამის შემდეგ რა ქმედება განახორციელა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა ვინმე ევან ელიოტმა, აიღო თუ არა თანხა ამაში, მაგრამ ხომ აშკარაა და ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რაც ამ დოკუმენტში წერია. ასევე ლობისტებისა და საელჩოს წარმომადგენლის ევან ელიოტის თანამშრომლობის ფაქტად შეიძლება შეფასდეს პოლონელი ექიმების ვიზიტი საქართველოში.
ამჯერადაც რომ არ თქვას საელჩომ, ეს რუსული ინფორმაციიაო (როგორც FARA) გამოაცხადეს რუსულ კანონად, აქვე მოვიყვანთ ინგლისურ ორიგინალს, საიდანაც ამოღებულია ეს ინფორმაცია.
ვიმეორებთ, რადგან დოკუმენტი არ არსებობს, ვერავინ დაამტკიცებს აიღო თუ არა ამაში რაიმე თანხა აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა, მაგრამ აშშ-ს საელჩოსგან სიცრუედ იმის გამოცხადება, რომ თბილისში მდებარე მათი საელჩოს თანამშრომელი ეხმარებოდა სააკაშვილის ლობისტებს კონკრეტული შეხვედრების დაგეგმვაში, სწორედ ამის უარყოფა არის მტკნარი სიცრუე, რასაც FARA-ს თანდართული დოკუმენტიც ადასტურებს“, - წერს ნანა კაკაბაძე.