მონტენეგროში, ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონული შეხვედრის ფარგლებში, პარტნიორი ქვეყნების ლაბორატორიების წარმომადგენლების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა ლაბორატორიული შესაძლებლობები, მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაძლიერებას და ერთი ჯანდაცვის მიდგომის ფარგლებში ზოონოზური დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ვირუსის (CCHFV) ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდებს.
ღონისძიება ჩატარდა MediLabSecure პროექტის ფარგლებში. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია უკვე ხუთი წელია თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან; MediLabSecure პროექტის ფარგლებში, ლაბორატორიის სპეციალისტები, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სწავლებებს რეგულარულად გადიან.
მონტენეგროში გამართულ შეხვედრებში, ქართულ მხარესთან ერთად, მონაწილეობდნენ ალბანეთის, სომხეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვოს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთის და თურქეთის ლაბორატორიული სექტორის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მიმდინარეობს.