logo_geo
eng_logo
თბილისის მერმა დიდ დიღომში ახალმოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა
- +

27 ივლისი. 2023. 14:05

 

 

საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში, ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო  ცენტრის მიმდებარედ, 5 000 კვ.მ  ფართობზე  რეკრეაციული სივრცე მოაწყო.

 

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

 

ტერიტორია სრულად გამწვანდა და მოწესრიგდა. დაირგო 600-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე, 3 450 კვ.მ ფართობზე დაიგო რულონური ბალახი, დამონტაჟდა საპარკო ინვენტარი, გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა; დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, ასევე, ველოპარკინგი.

 

საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან პროექტისთვის 1 462 054 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს „მონოლითი 2005“-მა შეასრულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner