logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირების მიზეზი არის ის, რომ ვერ ინაწილებენ იმ ფულს, რომლითაც კეზერაშვილი აფინანსებს და ასევე, ვერ ინაწილებენ ძალაუფლებას
- +

27 ივლისი. 2023. 15:10

 

 

„იმას, რომ არაფორმალური მმართველობა არსებობს პრიგოჟინის პარტიაში, იმას, რომ ფინანსური ინტერესები არის პირველ ადგილზე და ასე შემდეგ, მელია ახლა ამბობს საჯაროდ, თუმცა მგონია, რომ ეს მაშინაც კარგად იცოდა, როდესაც თავმჯდომარე იყო, თუმცა რაზეც ჩხუბობენ მელია და ხაბეიშვილი, ეკუთვნის მერაბიშვილსა და კეზერაშვილს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირების რეალური მიზეზი არის ის, რომ პარტიის ლიდერები ფულისა და ძალაუფლების გაყოფას ვერ ახერხებენ.

 

„ბარამიძე რომ გაბრაზდება, მაშინ ამბობს ხოლმე, რეალურად რაც არის და ამ შემთხვევაშიც რაღაც ისეთი თქვა, რაც რეალურად ჩვენც არაერთხელ გვითქვამს, რომ არაფორმალური მმართველობა ისეთი უნდა, „ნაცმოძრაობაში“ რომ არის და ოლიგარქებიც ისეთი უნდა, ამ პარტიაში რომაა. დაპირისპირების რეალური მიზეზი არის ის, რომ მელიას დაუპირეს პარტიიდან გაგდება, მან ცოტა ხნით მოითმინა, თქვა კიდეც, გარკვეული პერიოდის შემდეგ ავლაპარაკდებიო და ახლა ალაპარაკდა იმაზე, რომ არც წავა „ნაცმოძრაობიდან“, არც დარჩება ისე, როგორც არის. ანუ დაპირისპირების მიზეზი არის ის, რომ ვერ ინაწილებენ იმ ფულს, რომელიც ამ პარტიაშია და რომლითაც კეზერაშვილი აფინანსებს და ასევე ვერ ინაწილებენ ძალაუფლებას. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს ხალხი საუბრობს კოალიციურ მთავრობაზე? ეს ხალხი როგორ გაინაწილებს კოალიციური მთავრობის შექმნის დროს მინისტრის პოსტს?

 

იმას, რომ არაფორმალური მმართველობა არსებობს პრიგოჟინის პარტიაში, იმას, რომ ფინანსური ინტერესები არის პირველ ადგილზე და ასე შემდეგ, მელია ახლა ამბობს საჯაროდ, თუმცა მგონია, რომ ეს მაშინაც კარგად იცოდა, როდესაც თავმჯდომარე იყო, თუმცა, რაზეც ჩხუბობენ მელია და ხაბეიშვილი, ეკუთვნის მერაბიშვილსა და კეზერაშვილს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner