logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: საქართველოს პრემიერს კავკასიის მთავარ ელჩად თვლიან სამეზობლოშიც და სამეზობლოს მიღმაც
- +

27 ივლისი. 2023. 15:33

 

 

ესეც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და საზეიმო დახვედრა ლევან ხაბეიშვილს...

 

არა, შემეშალა, ჭიჭეს დახვდნენ ასე...

 

არა, ამას მაინც არავინ დამიჯერებთ და ვთქვათ პირდაპირ: საქართველოს პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს დახვდნენ ასე საზეიმოდ და სახალხოდ ჩინეთის სახალხოში.

 

სხვა სიურპრიზებიც წინაა, ალბათ...

 

არადა, ბოლო დროს ვაკვირდები და ერთ დასკვნამდე მივდივარ - საქართველოს პრემიერის ვიზიტები უცხოეთში ერთმანეთზე ეფექტური და ყურადსაღებია მნიშვნელობითაც და ხარისხითაც.

 

კი, ნამდვილად ასეა!

 

საქართველოს პრემიერს კავკასიის მთავარ ელჩად თვლიან სამეზობლოშიც და სამეზობლოს მიღმაც.

 

ესაა მთავარი და სასიამოვნო.

 

დანარჩენი ლირიკაა.

 

ლირიკაა გუბაზ სანიკიძის მიერ ნაცებისგან აღებული ასიათასიც და ლირიკაა შადრევან პირველის „საფირმო კვდომაც“.

 

არც ისაა მნიშვნელოვანი, ჭიჭე და ხაბე ხელჩაკიდებულები ივლიან პარტიული დასამარების გზაზე თუ ბარამიძის და მელიას „დაჰკარ-დაჰკარს“ მოუსმენენ ჯერ...

 

შუაც გაკრეფილია და ნაპირზეც - თუ ვინმე ნაციონალებთან ალიანსში იყო შემჩნეული, ისიც.

 

მოკლედ, ჩინეთიც ვნახეთ.

 

ხორვატიაც ვნახეთ.

 

პარიზიც ვნახეთ და ბელგიაც.

 

სხვებიც ვნახეთ.

 

ბევრი.

 

ხვალ და ზეგ უფრო მეტს ვნახავთ.

 

ბრავო პრემიერს და მის გუნდს - საქართველოს საჭიროება და მნიშვნელობა გაცილებით უკეთ იცის ევროპამ დღეს, ვიდრე ულვაშა ვაშაძემ და დედული გიულის ჩალაძემ!

 

ჩინეთის სახალხომ მართლაც სახალხო დახვედრა მოუწყო ირაკლი ღარიბაშვილს და ვისაც დღეს ამის დანახვა არ შეუძლია, „ბედნიერია“ - მრავალი სანახაობა ელის ხვალ!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner