logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი, ხელშესახები შედეგების მომტანი იქნება ბატონი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში
- +

27 ივლისი. 2023. 20:22

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი, ხელშესახები შედეგების მომტანი იქნება ბატონი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში. საგარეო ვაჭრობის მოცულობა წლიდან წლამდე საქართველოსა და ჩინეთს შორის იზრდება და ჩინეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, საკმაოდ მნიშვნელოვანი მოთამაშე მსოფლიო გეოპოლიტიკურ სივრცეში“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ჩინეთშია. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავს. აუდიენციები დაგეგმილია პეკინსა და ჩენგტუში. ამასთან მთავრობის მეთაური FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. წელს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner