logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი საკმაოდ აქტიურ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება
- +

27 ივლისი. 2023. 20:53

ექსპერტი ამირან სალუქვაძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი საკმაოდ აქტიურ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება. ჩვენ გვაქვს ჩინეთთან თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობა. მაქვს მოლოდინი, რომ ხვალ იქნება საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები და ვიზიტი ვფიქრობ, რომ საკმაოდ შედეგიანი იქნება კონკრეტული შეთანხმებებით“, - განაცხადა სალუქვაძემ.

პრემიერ-მინისტრი ჩინეთშია. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავს. აუდიენციები დაგეგმილია პეკინსა და ჩენგტუში. ამასთან მთავრობის მეთაური FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. წელს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner