logo_geo
eng_logo
ვახტანგ ჭარაია: ჩინეთი ერთ-ერთი მოწინავეა საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის - პრემიერს ბევრი მიმართულებით შეუძლია ჩინეთთან ჩვენი შემდგომი ეკონომიკური თანამშრომლობა განავითაროს
- +

27 ივლისი. 2023. 20:54

"ჩინეთი ერთ-ერთი მოწინავეა საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის. პრემიერს ბევრი მიმართულებით შეუძლია ჩინეთთან ჩვენი შემდგომი ეკონომიკური თანამშრომლობა განავითაროს," - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

მისი თქმით, საინვესტიციო ნაწილში ჩინეთი საქართველოში კარგ პოზიციებს იკავებს.

„ჩინეთს საქართველოში საკმაოდ კარგი პოზიციები უკავია საინვესტიციო ნაწილში, თუმცა ჯერ კიდევ არის ბევრი სფერო, სადაც შეგვიძლია ახალი შესაძლებლობების ათვისება და განვითარება. მაგალითად, ტურიზმის მიმართულებით გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია მოვიწვიოთ ჩინური კომპანიები, რომლებიც „წარმოებულია საქართველოში“ პროდუქტს ევროკავშირში ყველანაირი სირთულისა და დაბრკოლების გარეშე გაიტანენ. პრემიერს ბევრი მიმართულებით შეუძლია ჩინეთთან ჩვენი შემდგომი ეკონომიკური თანამშრომლობა განავითაროს“, - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

პრემიერ-მინისტრი ჩინეთშია. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავს. აუდიენციები დაგეგმილია პეკინსა და ჩენგტუში. ამასთან მთავრობის მეთაური FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. წელს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner