logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: დიდი სურვილი მაქვს, ჩვენი ხელმოცარული ოპოზიცია ჩამწკრივდეს და სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ანგარიში წავუკითხო ხმამაღლა, ხაბეს ვუთარგმნით
- +

27 ივლისი. 2023. 21:56

"დიდი სურვილი მაქვს, ჩვენი ხელმოცარული ოპოზიცია რომ ჩამწკრივდეს და სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ანგარიში წავუკითხო ხმამაღლა, ხაბეს ვუთარგმნით, რომ ყველამ გაიგოს," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

ხაზგასმულია, რომ რეფორმები, რომელიც წამოიწყო სააქართველომ, დაგვირგვინდა ღირსეულად და ამის შედეგია სწორედ ის მაღალეკონომიკური ზრდა, ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები, შეღავათიანი საგადასახადო სისტემა, თავისუფალი სავაჭრო ზონები, თავისუფალი ვაჭრობა მთელ რიგ რეგიონებთან. დიდი სურვილი მაქვს, ეს ჩვენი ხელმოცარული ოპოზიცია ჩამწკრივდეს და სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ანგარიში წავუკითხო ხმამაღლა, ხაბეს ვუთარგმნით, რომ ყველამ გაიგოს“, - განაცხადა ზარქუამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, ეკონომიკური მდგრადობაზე, გატარებული რეფორმებზე, აგრეთვე პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე პოსტპანდემიურ პერიოდში, ეკონომიკის მხარდამჭერ პოლიტიკასა და მოწინავე პოზიციებზე საერთაშორისო რეიტინგებში. ამასთან, საქართველო აღიარებულია, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები კომპანიებს უადვილებს წვდომას უცხოურ ბაზრებზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner