ავტორი თამუნა ნათაძე
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში, ირაკლი სესიაშვილი „ქართული ოცნების" განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია რომ „ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავს.
„ნაციონალური მოძრაობა" როცა ხელისუფლებაში იყო, მაშინაც პროვოკაციული მეთოდებით მართავდა ქვეყანას, გავიხსენებ „მოდელირებული ქრონიკას", მუხროვანის ეგრეთ წოდებულ ოპერაციას, ლაფაყურის სპეცოპერაციას. მათ თუ რამის ნიჭი და ფანტაზია აქვთ, ეს არის პროვოკაცია. გარდა იმისა, რომ კონკრეტული მინიშნებები არის, უბრალოდ, ძალა არ ჰყოფნით, რომ ეს პროვოკაციები შეასრულონ, ხალხი გვერდით არ უდგათ და ზონდერებიც გამოაკლდათ. მათ მარტივი იაფფასიანი პოლიტიკური სტრატეგია გააჩნიათ, რასაც, რა თქმა უნდა, ადეკვატურად უპასუხებს ჩვენი ამომრჩეველი", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას.