საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროსის, გივი დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ სანქცირებული რუსული ავიაკომპანიებისთვის ფრენის ნებართვა არ გაიცემა.
მისი თქმით, ფრენის ნებართვა არ გაიცემა ასევე იმ საჰაერო ხომალდებისთვის ფრენებზე, რომლებსაც მწარმოებლის მიერ დაწესებული აქვთ შეზღუდვები.
„სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ იმ რუსული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც სანქცირებული არიან, კერძოდ, არიან ევროკავშირის შავ სიაში არიან შეყვანილი, ასევე იმ საჰაერო ხომალდებისთვის ფრენებზე, რომლებსაც მწარმოებლის მიერ დაწესებული აქვთ შეზღუდვები, ფრენის ნებართვა არ გაიცემა“, - განაცხადა გივი დავითაშვილმა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია UVT AERO-ს ჩარტერული ფრენის განხორციელების ნებართვა არ მისცა. აღნიშნული ავიაკომპანია სანქცირებულია და ევროკავშირის შავ სიაში იმყოფება. რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განმარტებით კლუბის წევრებს საქართველოში ყაზახური ავიაკომპანია ჩამოიყვანს.
რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ „აქტობეს,“ ყაზახი ფეხბურთელები, რომლებიც დღეს ქუთაისის ტორპედოს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდებიან, საქართველოში დილით, ყაზახურმა ავიაკომპანიამ ჩამოიყვანა.