logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ გარდა იმისა, რომ არის ომის პარტია, პირველ რიგში ღალატის პარტიაა. ისინი იყვნენ მოღალატეობრივი ძალა ცხრა წლის განმავლობაში, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და დღემდე მოქმედებენ მოღალატეობრივი მოტივებით
- +

27 ივლისი. 2023. 23:35

"კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ „ნაცმოძრაობა“ გარდა იმისა, რომ არის ომის პარტია, ის არის პირველ რიგში ღალატის პარტია. ისინი იყვნენ მოღალატეობრივი ძალა ცხრა წლის განმავლობაში, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და დღემდე ისინი მოქმედებენ სწორედ ამ მოღალატეობრივი მოტივებით," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედი Live“-ში FARA-ს ახალ დოკუმენტებზე საუბრისას განაცხადა.

„თქვენ უბრალოდ თეორიულად წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს სანქციები დაუწესდა. რა თქმა უნდა ასეთ პირობებში კანდიდატის სტატუსზე საუბარი ხომ ზედმეტია და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაცმოძრაობას“ სინამდვილეში არ სურს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამ ყველაფრით [FARA-ს დოკუმენტებით] ხომ ცხადად დადასტურდა. როდესაც შენ ითხოვ საკუთარი ქვეყნის დასანქცირებას, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, მათ შორის, რომ არ გინდა შენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი. ეს ხომ ცხადზე უცხადესია და აქ არანაირი კითხვები არ არსებობს. კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ „ნაცმოძრაობა“ გარდა იმისა, რომ არის ომის პარტია, ის არის პირველ რიგში ღალატის პარტია. ისინი იყვნენ მოღალატეობრივი ძალა ცხრა წლის განმავლობაში, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და დღემდე ისინი მოქმედებენ სწორედ ამ მოღალატეობრივი მოტივებით. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია ახსნა ის, რომ შენ ითხოვ საკუთარი ქვეყნის დასჯას. FARA-ს დოკუმენტებში პირდაპირ იყო საუბარი იმაზე, რომ მათ [ლობისტებს] უნდა დაერწმუნებინათ სენატორები, ენტონი ბლინკენი - საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის იმაში, რომ საქართველოს უნდა დასწესებოდა სანქციები, დასჯილიყო ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა. ხელის გულზე დევს პირდაპირ ღალატი. ეს არის ღალატის ჩვეულებრივი ლუსტრაცია და ამაზე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დასკვნა უნდა გამოიტანოს“, - აღნიშნა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner