ავტორი თამუნა ნათაძე
ექსპერტი ვახტანგ მაისაია ოპოზიციური პარტიებიდან წევრების წასვლის შესახებ „რეპორტიორთან" განცხადებას აკეთებს.
„ეს არჩევნები დაბალი დონის აქტიურობით და სიურპრიზებით გამოირჩევა. პოლიტიკოსები ცდილობენ, იმ პარტიებს შეუერთდნენ, რომლებსაც გამარჯვების უფრო მეტი შანსი ექნებათ. იდეოლოგიური სპექტრი იმდენად რადიკალიზირებულია, რომ საგარეო პოლიტიკური ფაქტორები განაპირობებენ, პოლიტიკოსების „გადასვლა-გადმოსვლას" სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში. მაგალითად, ბურჭულაძის პარტიას შეუერთდნენ ის პარტიები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყვნენ. შეიქმნა განსხვავებული ტიპის გაერთიანება. „პატრიოტთა ალიანსმაც" საკმაოდ ძლიერი მუხტი მიიღო", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.