logo_geo
eng_logo
მარიამ ქვრივიშვილი: არსებობს არაერთი ბრალდება, რომ თურმე ტურიზმის სტატისტიკაში აღვრიცხავთ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება გადაწყვიტონ ქვეყანაში უფრო გრძელი ვადით დარჩენა, ეს არის ტყუილი და არაკომპეტენტურობა
- +

28 ივლისი. 2023. 01:15

"არსებობს არაერთი ბრალდება, რომ თურმე ტურიზმის სტატისტიკაში აღვრიცხავთ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება გადაწყვიტონ ქვეყანაში უფრო გრძელი ვადით დარჩენა, ეს არის ტყუილი და არაკომპეტენტურობა," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ყველამ იცის, რომ ჩვენი ქვეყანა, ისივე როგორც ყველა განვითარებული ქვეყანა, სრულად ეფუძნება ტურისტული სტატისტიკის დათვლას, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიით. ეს მეთოდოლოგია დაფუძნებულია მხოლოდ ერთ მარტოვ ჭეშმარიტებაზე, რაც არის ქვეყნიდან გასული ტურისტების გასვლა. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანაში შემოვიდა 2 900 000 ტურისტი, ეს სტატისტიკა ეფუძნება 2 900 000 ტურისტის გასვლას ქვეყნიდან“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner