logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე 12 რეკომენდაციაზე: ივლისის ჩათვლით რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა. რაც შეიძლება გაკეთდეს დეკემბრამდე, ყველაფერი გაკეთდება
- +

28 ივლისი. 2023. 00:37

"რეალურად არის 3 სფერო, რაზეც დაგვჭირდება დამატებითი განმარტებები. ამაზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია, გაგრძელდება და ჩვენ უკვე სექტემბრიდან დავიწყებთ დამატებითი ცვლილებების განხორციელებას იმისთვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ 12 რეკომენდაციაზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება ჩვენს ძალისხმევას, ივლისის ჩათვლით რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა. რაც შეიძლება გაკეთდეს დეკემბრამდე, ყველაფერი გაკეთდება. არის გარკვეული პუნქტები, სადაც პროგრესის მიღწევა ჩვენზე არ არის დამოკიდებული და განსაკუთრებით ეს არის დეპოლარიზაცია. როგორ შეიძლება ჩვენ ცალმხრივად ავიღოთ პასუხისმგებლობა ამასთან დაკავშირებით? იმედი გვაქვს, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ობიექტური შეფასება იქნება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner