logo_geo
eng_logo
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენმა ქვეყანამ პირველი კვარტლის მონაცემებით, შეძლო და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 800 მილიონი დოლარის ოდენობით მიიღო ქვეყნის ეკონომიკაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია
- +

28 ივლისი. 2023. 01:40

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ტურიზმის სექტორის პირველი ნახევრის სტატისტიკური მაჩვენებლები გადაცემაში „იმედი Live“ შეაფასა.

„უნდა განვმარტოთ ის გზა, რომელიც გავიარეთ იქამდე მოსასვლელად, როდესაც ძალიან ვამაყობთ იმ საკმაოდ წარმატებული შედეგებით, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში გაგვაჩნია. სამი ძირითადი მიმართულებით მოხდა მუშაობა - პირველი, ეს არის მთავრობის ძალიან სწორი და ეფექტური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა გაძლიერებულიყო კიდევ უფრო მეტად ტურიზმის ინდუსტრია. მეორე, ეს არის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნესთან, მეწარმეებთან, რომლებიც ჩართულები არიან ტურიზმის ინდუსტრიაში და მესამე - საქართველოს მთავრობის მუშაობა უშუალოდ პირდაპირი ფრენების სტიმულირებისთვის. სწორედ ამ სამმა ძირითადმა კომპონენტმა განაპირობა ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ პირველი კვარტლის მონაცემებით, შეძლო და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 800 მილიონი დოლარის ოდენობით მიიღო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. ჩვენ ამ შედეგით არა მხოლოდ სრულად აღვადგინეთ 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებელი, არამედ გადავაჭარბეთ მას 37%-ით. ამავდროულად, პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და უმასპინძლა 2 მილიონ 900 ათასზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner