უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც უკრაინელი ჯარისკაცები აცხადებენ, რომ მათ სოფელი სტარომაიორსკოე გაათავისუფლეს.
გავრცელებულ ვიდეოში უკრაინელი ჯარისკაცები ამბობენ: „35-ე ბრიგადამ და მოხალისეთა ბატალიონმა „არეიმ“ გაათავისუფლეს სოფელი სტარომაიორსკოე. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!“