logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ქვეყანას მე არ ვმართავ, კვირიკაშვილი მართავს და საკმაოდ წარმატებულად
- +

6 სექტემბერი. 2016. 12:00



ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების" გუნდმა დაამტკიცა, რომ ისინი საზოგადოების მიერ არიან დაქირავებულები და აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით საქარტველოში ბევრი რამ გაკეთდა.

 

„ეს არ არის მმართველობა, რასაც მე ვაკეთებ და რა პოზიციაც მე მაქვს. „ქართული ოცნების" მთელმა გუნდმა 4 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ არის დაქირავებული საზოგადოების მიერ. სტანდარტები, რაც დარჩა ჩემი წასვლის შემდეგ, არის ის, რომ სამართლიანობა გუნდს და გუნდის წევრებს მოეთხოვება პირველ რიგში. სამართლიანობის აღდგენის მიზნით ბევრი გაკეთდა საქართველოში. ძალიან დიდი მოთხოვნა და ყურადღებაა ჩემი მხრიდანაც და საზოგადოების მხრიდანაც, რომ პირველ რიგში, მათ დაიცვან კანონი. ბევრი პოლიტიკოსი ვეღარ აღწევს, სასამართლო ჯიბეში ჩაიდოს. ივანიშვილის პატიმრები, ივანიშვილის ტყვეები -ამბობენ. კანონთან მაიგივებენ. რეალურად კი კანონმა დაიწყო მოქმედება, ეს მოიტანა ამ გუნდმა და ეს მიაჩნიათ ისე, რომ მე ვმართავ. ჩემს მმართველობად მიაჩნიათ. არა, მე არ ვმართავ, კვირიკაშვილი მართავს. ძალიან წარმატებულად მართავს და იმავე სტანდარტებით. ეს არის ყველაზე დიდი უპირატესობა „ქართული ოცნების", - განაცხადა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner