„ჩვენმა ხელისუფლებამ თავიდანვე გამოაცხადა, რომ ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან არ შეიზღუდება იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს არავითარ ზიანს არ მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას, ხოლო საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება დამანგრეველი“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მართალია, „კოკა-კოლას“ სათავო ოფისი რუსეთიდან გამოსულია, მაგრამ თემურ ჭყონია შეღავათით სარგებლობს და რუსეთში საქმიანობას არ წყვეტს.
„კოკა-კოლას“ სათავო ოფისი გამოსულია რუსეთის ბაზრიდან, მაგრამ თემურ ჭყონია, რომელიც ამ ბიზნესითაა დაკავებული, როგორც ჩანს, სარგებლობს საქართველოს და რუსეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის საფუძველზე ამ შეღავათით. ასეთ ფონზე ცოტა არ იყოს უხერხულია, თუნდაც იმ ადამიანებისგან საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება ორმხრივ ვაჭრობაში რუსეთთან.
მითუმეტეს, ჩვენმა ხელისუფლებამ თავიდანვე გამოაცხადა, რომ ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან არ შეიზღუდება იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს არავითარ ზიანს არ მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას, ხოლო საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება დამანგრეველი“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.