logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: გაცილებით მეტი კეთდება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს
- +

6 სექტემბერი. 2016. 12:41



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" დავით ნარმანიაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა გაუჩნდა თუმცა, აღნიშნავს, რომ დღეს ყველაფერი იმაზე მეტი კეთდება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის" დროს კეთდებოდა.



„დავით ნარმანიას, ჩანდა დასაწყისშიც და ახლაც, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა გაუჩნდა, სხვა დანარჩენი, თუ გნებავთ, ნარმანიას შეფასება,  ვნახოთ,   რა გაკეთდა ქალაქში. უნდა ვნახოთ, როგორი ქალაქი ჩაიბარა ნარმანიამ და რა ხდება დღეს. იქაც იმავეს ამბობენ, როგორც აჭარაზე, რომ გაჩერდა ყველაფერი. ამ დროს, თუ ციფრებს შევხედავთ, ყველაფერი პირიქითაა. მშენებლობა გინდათ, გზები გინდათ, ყველაფერი გაცილებით მეტი შენდება და მეტი კეთდება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის" დროს", - აღნიშან ბიძინა ივანიშვილმა.


ივანიშვილის თქმით, მისთვის სტანდარტები არის ისევ ის, რაც ითქვა - კანონის დაცვა და გამჭვირვალე მმართველობა.

 

„კითხვები შეიძლება იყოს, მაგრამ ძირითადი ჩემთვის არის ისევ ის, რაც ვთქვი - სტანდარტები - ხელისუფლება სათავისოდ არ გამოიყენოს, კანონი დაიცვას, გამჭვირვალე იყოს მმართველობა, სახელმწიფო ორგანოები არ გამოიყენოს. ამ მხრივ პრობლემები არ არის. მენეჯმენტი როგორია, უკეთესი თუ უარესი, ამაზე შეიძლება პაექრობა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner