logo_geo
eng_logo
პრემიერი: ჩემთვის ისტორიული ვიზიტია, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგებისა და სიკეთეების მომტანი იქნება
- +

28 ივლისი. 2023. 14:13

 

 

„ჩემთვის ისტორიული ვიზიტია, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგებისა და სიკეთეების მომტანი იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.

 

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს,  სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის  სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ გადაწყვეტილება გამოცხადდა.

 

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის  სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ გადაწყვეტილება გამოვაცხადეთ.

 

ჩემთვის ისტორიული ვიზიტია. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგებისა და სიკეთეების მომტანი იქნება“, - აღნიშნავს პრემიერი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner