logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე როინ შავაძის საქმეზე: ეჭვმიტანილები არიან ნაცჯალათები, იმ რეჟიმის ზონდერები, რომელმაც ათასობით ქართული ოჯახი გააუბედურა
- +

28 ივლისი. 2023. 15:46

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პროკურატურის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 10 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

აბაშიძის თქმით, როინ შავაძის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ როგორც პროცედურული, ისე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა და არ გაიზიარა წინა ხელისუფლების ოფიციალური ვერსია. მისი განცხადებით, საქმეზე ეჭვმიტანილები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, რომელთა წარმომადგენლებს, დღეს ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ.

 

„პროკურატურამ გამოძიების საბოლოო ეტაპზე მიიყვანა თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, წამებისა და განზრახ მკვლელობის საქმე. სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. დაკავებულია 8 პირი, ხოლო ორი პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

 

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 19 ნოემბერს , სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ, სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა. ევროპული სასამართლოს შეფასებით, იმჟამინდელი მთავრობის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ როინ შავაძის სიკვდილი, დაკავებისას მისი გაქცევის აღსაკვეთად საჭირო ძალის გამოყენების შედეგი იყო, არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამდენად სასამართლომ როინ შავაძის მიმართ ლეტალური ძალის გამოყენების ოფიციალური ვერსია არ გაიზიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება საქმეზე ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა.

 

ეჭვმიტანილები არიან ნაცჯალათები კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიდან (კუდი). იმ რეჟიმის ზონდერები, რომელთა ავაზაკ და უტიფარ წარმომადგენლებს ხელისუფლებაში მობრუნება სურთ. იმ რეჟიმისა, რომელიც რუს ოკუპანტებს შემოუძღვა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში. იმ რეჟიმისა, რომელმაც ათასობით ქართული ოჯახი გააუბედურა და ბევრს დღემდე (ჯერჯერობით, მაგრამ ვერავინ აცდება სამართლის ზეობას) არ უგია პასუხი.

 

ქართველი ერი სისხლიანი ნაცრეჟიმის „პოლიტიკოსებს“ არჩევნებში გამარჯვებაზე ყოველთვის ეტყვის - არა და არასდროს!

 

პროკურატურამ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner