logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთმა ღიად განაცხადა, რომ დაეხმარებოდა საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში, რაც ჩვენთვის ნომერ პირველი საკითხია
- +

28 ივლისი. 2023. 16:31

 

 

„საქართველოს თანამშრომლობა მსოფლიოს ნებისმიერ ძლიერ სახელმწიფოსთან ორ უმთავრეს პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში რეალურ დახმარებას და  ეკონომიკურ განვითარებას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე წერს.

 

მისი თქმით, ჩინეთში ისტორიული ვიზიტი შედგა, საიდანაც გამოიკვეთა, რომ მსოფლიოს ახალი გიგანტი სახელმწიფო საქართველოსთან პარტნიორობას  უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.

 

„ჩინეთში ისტორიული ვიზიტი შედგა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. ეს შეხვედრა არის საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელება, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო. 

 

მსოფლიოს ახალი გიგანტი სახელმწიფო საქართველოსთან პარტნიორობას  უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.  გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენთვისაც უმნიშვნელოვანესია ახალ რეალობაში ახალ გავლენიან სახელმწიფოსთან თანამშრომლობა. ეს პარტნიორობა უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტიაა.

 

საქართველოს თანამშრომლობა მსოფლიოს ნებისმიერ ძლიერ სახელმწიფოსთან ორ უმთავრეს პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში რეალურ დახმარებას და  ეკონომიკურ განვითარებას.

 

ჩინეთმა ღიად განაცხადა, რომ დაეხმარებოდა საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში, რაც ჩვენთვის ნომერ პირველი საკითხია. ასევე, სახელმწიფოს სუვერენიტეტის სრული შენარჩუნების პირობებში, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები, ქვეყნის განვითარების უპირობო გარანტია. 

 

წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას ახალ მსოფლიო პოლიტიკაში გარდაუვალი აღმავლობის გზაზე. საქართველოს სჭირდება თანამშრომლობა ყველა ვექტორთან, როგორც დასავლეთთან, ასევე სამხრეთ- აღმოსავლეთთან. ჩვენი პოლიტიკური ფუნქცია საერთაშორისო დონეზე  უპირობოდ გაზრდილია და ამ გზაზე კიდევ უფრო დიდი წარმატებებით ვივლით“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner