ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
როგორც კუზიანს სამარე ვერ გაასწორებს, ასევე აბსოლუტურ უზნეობას, გენეტიკურ „კაგებეშნიკურ” მენტალობას და მეთოდებს, სულით გახრწნილობას, მამალ პრიმიტივიზმს, სიბრიყვეს და ქაჯობას, კორუმპირებულობას და მედროვეობას, უმადურობას და კარიერისტულ ლტოლვას ვერ დამალავ უთოფო ყაჩაღობით ნაშოვნი ფულით, ოჯახური და „კარვის ქალებით“ დაკომპლექტებული პარტიით და პარლამენტში სამარცხვინო(!!!) შეძრომით.
აღარაფერს ვამბობ პოეტის შვილის და კონსერვატორიის „კურსდამთავრებულის“ არა მარტო პოლიტიკურ, არამედ ზოგად გაუნათლებლობასა და წერა-კითხვის უცოდინარობაზე.
ვისი „პორტრეტია“ დახატული ამ არასრული(!) დახასიათებით?
გაეცანით ამ აბდაუბდას და თავად განსაჯეთ:
******
„თავად აი გუშინ რომ რუსული ბინძური „ბანდეროლი“ სამ თითს გვაჩვენებდა გემბანიდან, აი იმ „ტურისტების“, რომლებმაც თავხედურად შეგვაფურთხეს და გვითხრეს, რომ „რუსეთი ოკუპანტი არ არის და რუსეთმა ჩვენგან გაათავისუფლა აფხაზეთი და საქართველო ჩვენი რაღაც რესპუბლუკააო“, აი ამ პირუტყვების მომხრეები არიან მორგოშია, ლევან ვასაძე, ნინო ბურჯანაძე, ალტინფო ზურა მახარაძე და ძმანნი მისნი ,დიმიტრი ლორთქიფანიძე - პრიმაკოვის ფონდის (ბურჯანაძის პარტიის ყოფილი წევრი) ხელმძღვანელი, ფრიდონ ინჯია, და სხვა და მათ საქართველოს წინააღმდეგ ერთმანეთზე უარესი განცხადებები აქვთ გაკეთებული, ისეთი როგორიც არის მაგალითად "გორს საქართველო ბომბავდა" "ომი საქართველომ დაიწყო", მეტიც , პარტიის პროგრამაში ( ახლა დღესაც) გაცხადებული აქვთ საქართველოს იზოლაციაში დატოვება მარტო ,რუსეთის პირისპირ ეს ფაქტია.
რა აკავშირებთ ამათ ერთმანეთთან???? რა და ერთმანეთთან აკავშირებს „ერთი მანეთი“ ანუ რუსული ფული რუბლი - დოლარში დიიიიდი რაოდენობით, აი ამიტომ აკეთებენ ასეთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს , აი სუსტად ისე, თავიანთ შვილებს დასავლეთში რომ აცხოვრებენ, ასწავლიან და სხვის შვილებს რუსულ დაბინძურებულ გარემოს გაჭირვებას და ჭაობს სთავაზობენ.
რამდენი ხანია ვსაუბრობ პრიმაკოვის ფონდზე, რამდენი ხანია ვსაუბრობ და ვინმეს და რომელ უმწიფარსაც და ბეცს პოლიტიკაში შემთხვევითი ჰგონია, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე, ბურჯანაძის პარტიის მეორე თუ მესამე ნომერი, პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელი შემთხვევით არის „სადაც“ არის ახლა?? ჰოდა, ეს რუსეთის მიერ ოპოზიციაში ჩადებული «ქართული ბანდეროლი" ქართველი მარგარიტა სიმონიანი ბურჯანაძე ინტერვიუში საქართველოს რომ «რუბლად» ყიდდა და „ომი საქართველომ დაიწყო და გორს ჩვენ ვბომბავდითო" რომ გაჰკიოდა, აი ეს ბურჯანაძე რომ ტვ ეთერით ნიკანორ მელიამ ახსენა ორი დღის წინ „აი ბურჯანაძეც ჩვენთან ოპო მაგიდასთან იჯდაო“, აი, ესეც თუ ვინმეს შემთხვევითი ჰგონია, ცდებით, ბატონებო, ცდებით!!!
მე კი ბოლო ხმაზე გავყვირი ამ სქემის შესახებ , ამ - საქართველოს წინააღმდეგ არსებული „ფულით შეკრული სქემის“ შესახებ ...ჰოდა „რომ იჯდა ოპოს მაგიდასთან ეს რუსეთის მიერ ჩადებული „ბანდეროლი“, იმიტომაც გვიდებავს რუსი „ტურისტი“ და შუა თითს გვაჩვენებს და „პრიჩოსკიანი“ კობახიძე ქართველებს ქაჯებს ეძახის, ისე ამ კობახიძესაც შეგახსენებთ, ვისაც არ ახსოვს, რომ ესეც ბურჯანაძის პარტია იყო, ხომ არ გვავიწყდება?!
ეს სქემა უფრო მოზრდილია , საკმაოდ დიდი და ბებერ „გენერალთან“ მიდის (თუმცა სქემა უფრო შესუსტებულია ახლა, მაგრამ მავნებლობა და საქართველოს განადგურების ხარჯზე „წილების“ გაყოფა - ფულს ვგულისხმობ და უძრავ-მოძრავ ქონებას, კვლავ შეუძლიათ). აი იმ კაცთან მიდის, 8 აპრილს რუსის ჯარის შემოყვანას რომ მოითხოვდა რუსთაველზე ქართველების დასარბევად.
ფრთხილად, ბატონებო, ფრთხილად, ოპოზიციაში უნდა ჩადოს „ნაღმი“ და რუსული „ბანდეროლი“ მტერმა, აბა კობახიძეს რა ლუსტრაცია სჭირდება? ისედაც გასაგებია! ასე რომ, უნდა იცოდეთ, რომ ნიკანორ მელიამ შემთხვევით არ ისროლა ის ფრაზა ტვ ეთერში „ბურჯანაძეც ჩვენთან ერთად იჯდაო, მაშინ ადგილობრივი არჩევნებისთვის ოფისშიო“, ჰოდა, რომ „იჯდა“ და კიდევ „სხვაც იჯდა“, იმიტომაც „ზის“ და ვსხედვართ მთელი საქართველო რუსულ წუმპეში! ძალა ერთობით გაერთიანება დასავლური ვექტორის ღირებულებებით არსებობს და საერთოდ -ღირებულებებით!
სხვა გზა არ არსებობს!
*******
P.S. ისე, კარგი იქნება თუ გაითვალისწინებს „ვექტორა“ მდედრი ერთ რჩევას: შეათვალიეროს თაროზე შემოდებული წიგნები და, ეგებ, აღმოაჩინოს მამის ზოგიერთი მოწოდება რუსეთთან ურთიერთობაზე. „შეძრომა“ ის არის თუ არის.
თუ ვერ იპოვის, მთხოვოს და ვაპოვნინებ სრულიად ახალგაზრდა „მგოსნის“ მგზნებარებით აღსავსე ბრძნულ შედევრებს.
ტაში, კუკური!!!