დაჩი დოლიძე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორია.
ქართველი ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოსმედალოსანია.
ქართველმა სპორტსმენმა ტაიჭზე ვარჯიშში მესამე შედეგი (13.300 ქ.) აჩვენა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. დაჩი დოლიძემ საქართველოს ნაკრებს მეხუთე მედალი მოუტანა.