სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი და ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი წერს:
„დღეს, როინ შავაძის განზრახ მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ 8 პირი დააკავა და ორზე ძებნა გამოაცხადა!
როინ შავაძის მკვლელობის გამოძიება ბოლომდე გააშიშვლებს სააკაშვილის მანიაკალური რეჟიმის სისასტიკეს!
ვფიქრობ, აუცილებელია 2004-2012 წლების რეჟიმის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადება და იმ მანიაკალური რეჟიმის ყველა მაღალჩინოსნისთვის სახელმწიფო თანამდებობის (მათ შორის, არჩევითის!) დაკავების სამუდამოდ აკრძალვა!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.