logo_geo
eng_logo
იაროსლავ კაჩინსკი: თუ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა ევროკავშირის დონეზე არ გახანგრძლივდება, პოლონეთი ამას თავად გააკეთებს
- +

28 ივლისი. 2023. 23:59

 

 

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი, იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს, რომ პოლონეთი უკრაინულ მარცვლეულს ქვეყანაში 15 სექტემბრის შემდეგაც არ შეუშვებს, როდესაც უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვის ვადა იწურება. ინფორმაციას ამოს შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

 

იაროსლავ კაჩინსკის თქმით, თუ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა ევროკავშირის დონეზე არ გახანგრძლივდება, პოლონეთი ამას თავად გააკეთებს.

 

„პოლონეთი ვერ გაწირავს თავის სოფლის მეურნეობას და ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა ეს უნდა გაიაზრონ“, - აღნიშნა იროსლავ კაჩინსკიმ.

 

პოლონეთის ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი უკრაინელებს პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ეხმარება.

 

20 ივლისს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვის შესახებ პოლონეთის გეგმებს არამეგობრული და პოპულისტური ნაბიჯი უწოდა.

 

ცენტრალური ევროპის ხუთ ქვეყანას -ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი- სურს, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა წლის ბოლომდე გახანგრძლივდეს. პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა განაცხადა, რომ ხუთმა ქვეყანამ ხელი მოაწერა საერთო დეკლარაციას აკრძალვის, სულ მცირე, წლის ბოლომდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი ევროკომისიასთან მოლაპარაკებებში წარადგენენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner