უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი შენობა, რომელსაც პარასკევს ქალაქ დნიპროში რუსული რაკეტა მოხვდა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაა.
„დნიპრო. პარასკევი საღამო. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა და მრავალსართულიანი შენობა. კვლავ რუსული სარაკეტო ტერორი.
ოპერატიულად ვესაუბრე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამსახურს და სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
ყველა საჭირო სამსახური ადგილზეა. ჩვენ სწრაფად ვრეაგირებთ და ვეხმარებით ხალხს. ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთი სრულად დაისაჯოს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიისა და ტერორის გამო. ეს ნაძირლები პასუხს აგებენ. ყველაფერს გავაკეთებთ სამართლიანობისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.