logo_geo
eng_logo
უკრაინელმა მოფარიკავემ, რომელმაც რუს მეტოქეს ხელი არ ამოართვა, 2024 წლის ოლიმპიადაზე კვალიფიკაცია მიიღო
- +

29 ივლისი. 2023. 00:47

 

 

უკრაინელმა მოფარიკავე ოლგა ჰარლანმა, რომელმაც გამარჯვების შემდგომ რუს მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა, დღეს, 28 ივლისს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან, 2024 წლის ოლიმპიადისთვის ავტომატური კვალიფიკაცია მიიღო. ამის შესახებ უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა, ვადიმ გუცეიტმა Facebook-ზე დაწერა.

 

„მიუხედავად იმ სიძულვილისა, რომელიც მე პირადად და ჩემმა გუნდმა განვიცადეთ ამ 24 საათის განმავლობაში, უკრაინელი სპორტსმენებისთვის ვმუშაობთ და ამაზე არ ვრეაგირებთ, პირველი შედეგი უკვე აქ არის“, - დაწერა გუცეიტმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ოლგასთვის „შავი ბარათის“ ამოღებაზე მიმდინარეობს მუშაობა, რაც მას შემდგომ შეჯიბრებებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.

 

ამასთან, გუტცეიტმა განაცხადა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები სხვა სპორტში არ მოხდეს.

 

ცნობისთვის, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა და ოლიმპიურმა მედალოსანმა ოლგა ჰარლანმა, 27 ივლისს რუსი მოფარიკავე სმირნოვა 15-7 ანგარიშით დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ კი უკრაინელმა მოფარიკავემ რუს მეტოქეს მისთვის გაწვდილ ხელის ჩამორთმევაზე უარი უთხრა, რის გამოც დისკვალიფიკაცია მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner